ხვალ, 27 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ჭილაიას და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





