არჩევნების მეორე ტური

ბახტაძე: კამპანიაში ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან

2012 წლიდან, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია.

რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სამწუხაროდ არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია. მოსახლეობამ კარგად იცის, როგორი ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. პირადული შეურაცხყოფები, დეზინფორმაცია, „ფეიკნიუსები“ და ბევრ სხვა ნეგატივი. ამის მიუხედავად, მინდა განვაცხადო, ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში.

28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქარველოს პრეზიდენტი. მინდა ყველას მოვუწოდო მაქსიმალურად იაქტიურონ არჩევნებზე

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები