ჟან-ლიუკ გოდარი

ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლიუკ გოდარმა უკრაინელი პოლიტპატიმრის გამო რუსეთში ვიზიტზე უარი თქვა

ჟან-ლიუკ გოდარი
filmstage

ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლიუკ გოდარმა უკრაინელი პოლიტპატიმრის გამო რუსეთში ვიზიტზე უარი თქვა.

აგვისტოში გოდარმა უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლება მოითხოვა და ღია წერილი მისწერა საფრანგეთის კულტურის წარმომადგენლებს.

გოდარი რუსეთში ერმიტაჟის თანამედროვე ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიიწვია, თუმცა საპასუხოდ მან მისწერა:

"ციხეში სენცოვის მდგომარეობის გათვალისწინებით ერმიტაჟს ვერ ვეწვევი."

სენცოვი ყირიმის ანექსიას აპროტესტებდა და ყირიმში უკრაინელის სამხედროებისათვის საკვების მიწოდებაში მონაწილეობდა. ის 2014 წელს ყირიმში დააკავეს და ტერორისტული აქტების დაგეგმვის ბრალდებით 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიმდინარე წლის მაისში მან უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოქტომბრის დასაწყისში შეწყვიტა.

კომენტარები