არჩევნები 2018

კობახიძე "ოცნების" ეგზიტპოლზე: ეს იყო ერთერთი ყველაზე მძიმე ჩავარდნა, მძიმე საუბრები მოჰყვა

ეს იყო ერთერთი ყველაზე მძიმე ჩავარდნა რეალურად, რაც შეეხება ამ შედეგების გამოქვეყნებას და ამ შედეგების დადებას, ეს არის შიდა სამზარეულო, რა თქმა უნდა, მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ეს იყო მძიმე ჩავარდნა და, რა თქმა უნდა, შედეგი როცა არის მიუღებელი, ამას ბუნებრივია, მოჰყვება ხოლმე და მოჰყვა კიდეც მძიმე საუბრები, მთავარია, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოგვეტანა მეორე ტურისთვის, ეს დასკვნები ვფიქრობ, არის გამოტანილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში "რეაქცია", მათი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში იმარჯვებდა.

კომენტარები