თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

გომელაური ჟურნალისტებს: როგორ ფიქრობთ, ვიტყვით, რომ მაჩალიკაშვილთან ხელყუმბარა შევიტანეთ?

ექსპერტიზა გაგცემთ უფრო ამომწურავ პასუხს, მე არ ვარ ექსპერტი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამოდის დნმ-ი და თითის ანაბეჭდი იყო, თუმცა ეს იყო უვარგისი, რაც ჩემთვის ცნობილია.  

როდესაც ხდება თითის ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი რომ მოხდეს დადარება სხვა თითის ანაბეჭდთან. ჩემთვის როგორც ცნობილია არ აღმოჩნდა ვარგისიანი.

სხვადასხვა ეფექტი აქვს ამ ანაბეჭდს და მე დეტალებში ვერ შევალ ნამდვილად, არ ვარ ექსპერტი.

თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ვიტყვით, რომ კი, ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა იყო იქ, ჰქონდათ ყუმბარა, თუმცა იძიებს პროკურატურა და ახლა მე ვერ ვიტყვი ღიად, მე არ შემიძლია ბევრი რაღაცის საუბარი, თუმცა ძალიან მინდა, რომ დეტალები მოვყვე.

ერთ რაღაცას გეტყვით, მომისმინეთ - ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა. უამრავი მტკიცებულებაა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ნომრები და უამრავი რაღაცაა კიდევ, რომელზეც ვერ ვსაუბრობ ღიად. გამოძიება დამთავრდება და ეს გასაჯაროვდება ალბათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრობს. ის პასუხობს ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდას ოჯახის წევრების თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა არ ჰქონდა და სპეცრაზმის წევრებმა ჩაუდეს.

კომენტარები