ქრისტიანობა

მამა პეტრე: ქრისტიანების აზროვნება ქრისტიანობას აცდა, რელიგია დასჯის მეთოდს დაემსგავსა

ქრისტეს სახელით ნაქადაგებ ძალადობას ახსნა არ მოეძებნება... თუნდაც ეკლესიური ცხოვრების დაწყებას ქადაგებდე, არავის აქვს უფლება, ვინმე ძალით მიიყვანო ტაძრის კარამდე. არჩევანის თავისუფლება უზენაესია... უფალს ჩვენზე მეტად სურს ნებისმიერის გადარჩენა, მაგრამ ის თავისუფალ ნებაზე აფუძნებს თავის მოძღვრებას... ისე არაფერი ამახინჯებს ქრისტიანობას, როგორც იძულება... სხვამ არ უნდა გვაიძულოს, ან ჩვენი სურვილით უნდა ვაკეთოთ, ანდა ჩვენვე ვაიძულოთ საკუთარი თავი... 

გაუაზრებელი, ფანატიზმით გადადგმული ნაბიჯები უფლის გზაზე, მხოლოდ ერთ შედეგს იძლევა - აგრესიას... 

ქრისტიანობას თავად ქრისტიანების აზროვნება აცდა, არაქრისტიანებზე რომ არაფერი ვთქვათ... რელიგია დასჯის ერთგვარ მეთოდს დაემსგავსა... 
ხშირად მოვისმენთ ტერმინებს - "ღმერთი დაგსჯის", "ღმერთი შეგრისხავს", "ღმერთი შურს იძიებს", "ღმერთი განსაცდელს მოგივლენს"... რა გამოდის, ღმერთმაც გულში ბოღმის ჩადება იცის?!..

ეს დამახინჯებული წარმოდგენაა სიყვარულზე, სიკეთეზე, აზროვნებაზე, განათლებაზე, თავისუფლებაზე დაფუძნებული რელიგიის შესახებ...

ძველი აღთქმა ორი ათას წელზე მეტია დასრულდა, მაგრამ დროს გონებრივად ჩამოვრჩით და ისევ ძველი აღღქმის მოქალაქეებად დავრჩით... 
ყველაზე თანამედროვე ქრისტე კი მოგვიწოდებს, ვიყოთ თავისუფალი... თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს

წერს მამა პეტრე კვარაცხელია Facebook-ზე.

კომენტარები