კალიფორნიის ხანძარი

კალიფორნიაში ხანძრის დროს დაკარგული კატის და ქალის ემოციური შეხვედრა

სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება, სადაც ქალი პირველად ხვდება თავის კატას მას შემდეგ, რაც ეგონა, რომ ის ჩრდილოეთ კალიფორნიის ხანძრის დროს სამუდამოდ დაკარგა.

ლესი პინგმა თავის ქმართან კურტის მალინსთან ერთად ნაცრისფერი კატა მეისონი ევაკუირების დროს თან წამოიყვანა, მაგრამ შეშინებული კატა გადამყვანი ჩანთიდან გაიქცა.

თუმცა თუმცა მეისონი იღბლიანი აღმოჩნდა. მეხანძრეებმა ის სხვა 20 კატასთან ერთად გადაარჩინეს და ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს. წყვილმა კატის ფოტო Facebook-ზე ნახა.

მეისონი კლინიკაში კიდევ ერთი კვირა დარჩება დამწვარი თათების სამკურნალოდ.

კომენტარები