გელაშვილის საქმეზე სააკაშვილის გამატყუნებელი განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

irishtimes.com

სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც სააპელაციომ დღეს ძალაში დატოვა. 

ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის - ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის - ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის - გია სირაძის მიმართ.

კომენტარები