სუმო

ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ტურნირის ფავორიტ ტაკაიასუსთან დამარცხდა (VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ მორიგი მარცხი იწვნია. ტოჩინოშინი ოძეკ ტაკაიასუსთან დამარცხდა.

ტაკაიასუს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 10:2-ზე გაუხდა. ის ტურნირის მთავარი ფავორიტი გახლავთ. რაც შეეხება ტოჩინოშინს, ქართველის ბალანსი 6:6-ზეა. ლევან გორგაძემ დარჩენილი 3 ბრძოლიდან 2 მაინც უნდა მოიგოს იმისთვის, რომ კაჩი-კოში დააფიქსიროს.

23 ნოემბერს, ტოჩინოშინის მეტოქე მეექვსე მაეგაშირა ტაკანოივა იქნება.

კომენტარები