არჩევნები 2018

ბახტაძე: ივანიშვილის ინტერვიუ იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, იყო კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს - ობიექტური

მე ვფიქრობ, ნათლად არის დანახული ყველა ის ხარვეზი, რაც ჩვენ გვქონდა მმართველობით სისტემაში და უფრო მეტიც, ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დავიწყეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რომ მმართველობითი სისტემა უფრო ეფექტური გამხდარიყო.

ჩვენ გასატარებელი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ბიუჯეტი და პარტნიორებისგან მიღებული დახმარება გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური, ძალიან მაღალი კომპეტენციის და არსებობდეს შესრულების ძალიან მაღალი დისციპლინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მანდ ტელეკომპანია იმედს 20 ნოემბერს მისცა. სხვა საკითხებთან ერთად, ივანიშვილმა ის ხარვეზები ჩამოთვალა, რაც, მისი აზრით, მმართველს გუნდს ჰქონდა.

კომენტარები