დანაშაული

მაროკოელმა ქალმა შეყვარებული მოკლა და გვამისგან ბრინჯის კერძი მოამზადა

არაბთა გაერთიანებული საემიროს ტრადიციული კერძი "მაჩბოსი"

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მაროკოელმა ქალმა შეყვარებული მოკლა და მისი ნეშტისგან პაკისტანელ მუშებს ბრინჯის ტრადიციული კერძი მოუმზადა.

დანაშაული სამი თვის წინ მოხდა, თუმცა ის მხოლოდ ახლახან გამოაშკარავდა, მას შემდეგ რაც მსხვერპლის მოსაძებნად ჩასულმა ძმამ ბრალდებულის ბლენდერში ადამიანის კბილი აღმოაჩინა. 

ქალი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ეს "სიგიჟის" მომენტი იყო. სასიყვარული ურთიერთობა მსხვერპლთან  მას შვიდი წლის განმავლობაში ჰქონდა და მისი მოკვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა შეყვარებულმა უთხრა, რომ სხვაზე ქორწინება ჰქონდა დაგეგმილი.  მკვლელობის შემდეგ ქალმა ნეშტისგან ბრინჯის და ხორცის ტრადიციული კერძი, მაჩბოსი, მოამზადა და იქვე მომუშავე პაკისტანელებს აჭამა. ბრალდებული არაერთხელ ყოფილა გაგზავნილი საავადმყოფოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად.

კომენტარები