არჩევნები 2018

სავარაუდო ყალბი პირადობები - როგორ მოხდება მარკირების პროცედურა

ghn.ge

სამი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობის წყაროს ცნობით, არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება - ერთ ფოტოს ექნება ხუთი პირადობა და ადამიანი ხუთ სხვადასხვა ადგილას მისცემს ხმას.

ტაბულა-მ საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორს, ეკა გიგაურს კითხვით მიმართა, თუ როგორ მოხდება ამ შემთხვევაში მარკირების პროცედურა.

მისი განმარტებით, მარკირების მოცილება შესაძლებელია სპეციალური ნივთიერების გამოყენებით.

“შესაძლებელია, რომ მარკირება მოცილდეს, მათ შორის მაშინ, როდესაც ხელზე წასმულია რაღაც ნივთიერება, რომელზეც შეიძლება გაკეთდეს მარკირება და ამის შემდეგ მოცილებულ იქნეს. “

არასამთავრობო ორნგანიზაციებს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა მიაწოდა. მისი თქმით, სააგენტოში გასულ კვირას ყალბი პირადობების მოწმობები დამზადდა.

ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

კომენტარები