აშშ

მოსამართლემ მიგრანტებისთვის თავშესაფრის არ მინიჭებაზე ტრამპის ბრძანება დაბლოკა

AFP

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ბრძანება საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევაში მიგრანტებისათვის თავშესაფარზე უარის თქმის შესახებ დაბლოკა.

მოსამართლე ჯონ ტიგარმა უფლებათა დამცველი ჯგუფების არგუმენტების მოსმენის შემდეგ დროებითი შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თავშესაფრის მაძიებლებისათვის, რომლებიც ქვეყანაში შესვლას მექსიკის საზღვრიდან ცდილობენ, პროცედურებს გამკაცრება სურს.

მიუხედავად იმისა, რომ იმიგრაციის კანონი თავშესაფრის მაძიებლებს ქვეყანაში შესვლის პუნქტის მიხედვით არ ასხვავებს, ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა კრისტენ ნილსენმა და იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა მეთიუ ვიტეკერმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც მექსიკის საზღვარზე პროცედურები გართულდება. მათ, ვინ პრეზიდენტის მიერ დაწესებულ ნებისმიერ შეზღუდვას დაარღვევს, თავშესაფარის მინიჭებაზე უარს ეტყვიან.

შესაბამისად მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებოდათ. ამ დრომდე თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლია ყველას, მიუხედავად იმისა, როგორ შევიდა ქვეყანაში.

მიზეზად სამხრეთ საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო სისტემის დატვირთვა დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მექსიკის საზღვრისაკენ ცენტრალური ამერიკიდან მომავალი მიგრანტთა ქარავანი მიემართება. მასში, სხვადასხვა მონაცემებით, 5-დან 7-მდე ადამიანია.

პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე 5,200 სამხედრო გაგზავნა. მათთან ერთად სასაზღვრო დაცვას იარაღი, ვერტმფრენები, ბარიერები და მავთულხლართები გაუგზავნეს. მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ საზღვარზე უკვე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 2,100 წევრი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ თავშესაფარს ანიჭებს იმ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია საკუთარი რასის, რელიგიის, ეროვნების ან რომელიმე სოციალურ ან პოლიტიკურ ჯგუფთან მიკუთვნებულობის გამო და საკუთარ ქვეყანას ამ მიზეზით ტოვებს.

2011-დან 2016 წლამდე თავშესაფარი 40,000-მდე მექსიკელმა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მოქალაქემ. მათთვის უარის თქმით მაჩვენებელი 80%-ია.

კომენტარები