აშშ

ივანკა ტრამპი ოფიციალური მიმოწერისათვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა

ივანკა ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილმა და მრჩეველმა, ივანკა ტრამპმა თეთრი სახლის ოფიციალური საქმეებისათვის პირადი ელექტრონული ფოსტა გამოიყენა.

მისი მიმოწერების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ივანკა ტრამპს პირადი ელექტრონული ფოსტით მიმოწერა ჰქონდა მთავრობის წევრებთან.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ ივანკა ტრამპმა წერილები მანამდე გაგზავნა, სანამ ოფიციალურ წესებს გააცნობდნენ.

The Washington Post-ის მიხედვით ივანკა ტრამპის წერილებილოჯისტიკურ და პირად ინფორმაციას შეიცავდა, თუმცა შესაძლოა ყოფილიყო ისეთი ინფორმაციაც, რაც კანონის დარღვევად ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო მიზნებისათვის აშშ-ის ოფიციალური პირები სპეციალურ საფოსტო მისამართებს იყენებენ და პირადი ფოსტიდან გაგზავნის შემთხვევაში ვალდებული არიან მიმოწერა ოფიციალურ სამუშაო საფოსტო მისამართზე გადააგზავნონ, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ჟურნალისტებისათვის, კანონმდებლებისათვის და ყველასათვის, ვინც ამ საჯარო ინფორმაციას გამოითხოვს. გარდა ამისა იკრძალება საიდუმლო ინფორმაციის პირადი ფოსტით გაზიარება.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქმიანი მიმოეწრისათვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა, რის გამოც დონალდ ტრამპი მას ხშირად აკრიტიკებდა. ტრამპი ამბობდა, რომ კლინტონის არალეგალურმა საქმიანობამ აშშ-ს საფრთხე შეუქმნა.

კომენტარები