ვალების განულება

სააკაშვილი ივანიშვილზე: ნამდვილი ლურჯი მელაა, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი, ვინც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული, აღმოჩნდა ბლეფი, ჰაერი. გააძრო სახელოდან კომუნალური გადასახადების ორჯერ შემცირება, მერე თქვა, "უიმე, ბოდიში, შემეშალა".

დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებ მილიარდნახევარ დოლარადო. წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი. გააძრო დაპირება ასი ქარხნის და "უი, ბოდიში, რა 100 ქარხანა", ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენივე დენი მოიხმარა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში მთავრობის ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. შეღავათები შეეხება მოვალეთა რეესტრში მყოფ იმ პირებს, ვისი სესხის დარჩენილი ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ვალების განულებისთვის საჭირო დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს ფონდი "ქართუ" ფარავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

კომენტარები