ხვალ, 20 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის, ბერიაშვილის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა, IV მიკრორაიონების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახუნდოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგოძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





