ვალების განულება

ბანკების ასოციაცია: ბანკები არ პატიობენ ამ თანხას, ფონდი შეიძენს პორტფელს და ჩამოწერს

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ვალების განულების შესახებ, მთავრობის მიერ გაჟღერებულ ახალ ინიციატივაზე საუბრობს. ძნელაძის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ბანკები ვალებს პატიობენ, არამედ ქართუ ფონდი ყიდულობს საკრედიტო პორტფელს საფინანსო სექტორისგან, რის შემდეგაც ფონდი ჩამოწერს ამ ვალებს. 

"ხდება საკრედიტო პორტფელის შეძენა ფონდის მიერ, ეს არ არის ამინისტია ბანკში ან სამთავრობო ამინისტია. კონკრეტულად ბანკი ქართუ შეიძენს სესხებს საფინანსო სექტორისგან. კონკრეტულად შეძენა მოხდება 2000 ლარამდე სესხების, რომლის ვადაგადაცილებაც არის 321 დღეზე მეტი. ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და სოციალურად დაუცველი პირების ვალდებულებების შეძენაზეა საუბარი, რომელი ვადაგადაცილებაც იქნება 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე. აღნიშნული სესხების შეძენა მოხდება ფონდის მიერ და როგორ გაცხადებული იყო ფონდი მოხდენს ჩამოწერას და პატიებას. ეს ამ ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ბანკები გააკეთებენ რეალიზაციას აღნიშნული პორტფელის. ამის იქეთ არ არის საუბარი, ბანკები არ პატიობენ ამ თანხას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამაში მიიღეს მონაწილეობა არა მხოლოდ ბანკებმა, არამედ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტმა და ერთიანად ხდება აღნიშნული პროექტის განხორციელება." - ამბობს ძნელაძე ტელეკომპანია კავკასიასთან საუბრისას. 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას ისაუბრა. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

კომენტარები