არჩევნები 2018

შაქარიშვილი: ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დარი გადაწყვეტილება

გადაწყვეტილება, რომელიც ასეულობით ათას ადამიანს ეხება!

ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლია რეალურად ამ ხალხის უმეტესობა, რომლებმაც საპროცესოების გადასახდელად, საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად და იმ უკიდურესი გაჭირვების შესამსუბუქებლად აიღეს სესხები, ვერ შეძლეს სრულყოფილად დაფარვა და ე.წ შავი სიის გამო მათ წლების განმავლობაში ეზღუდებოდათ წვდომა ყველანაირ საბანკო მომსახურებაზე.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დარი გადაწყვეტილება!

საკრებულოში ქართული ოცნების წევრი ვატო შაქარიშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 15 დეკემბრიდან, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები გაუნულდება. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ეხება იმ ადამიანებს, ვისი სესხის დარჩენილი ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება.

კომენტარები