არჩევნები 2018

კობახიძე: საუბარია ბანკების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, პატიოსან გადამხდელებს არ ეხებათ

დარწმუნებული ვარ, დეტალების თაობაზე განმარტებას გააკეთებს თავად ფონდი ქართუ. ჯობია დაველოდოთ. არავითარ შემთხვევაში [არ მოხდება ვალების განულება პატიოსანი გადამხდელების ფულიდან] აქ არის საუბარი ბანკების და არასაბანკო დაწესებულებების სოციალურ პასუხისმგებლობაზე და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ასევე, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას, პრემიერმინისტრს, რომელმაც ჩამოაყალიბა ძალიან საინტერესო სქემა პრობლემის გადასაჭრელად, ამას სჭირდებოდა მუშაობა, ამას დაეთმო რამდენიმე თვე და შედეგად მოჰყვა ეს გადაწყვეტილება - რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგი არის ის, რომ 600 000-ზე მეტი ადამიანი ახალ წელს შეხვდება ვალების გარეშე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვაზე, რა სახსრებით განულდება ე.წ შავ სიაში მყოფი მოქალაქეების დავალიანება და "მოხდება თუ არა ეს პატიოსანი გადამხდელების ფულიდან".

კომენტარები