არჩევნები 2018

სააკაშვილი: შეიქმნება სახელმწიფო გარანტირების ფონდი, რომ იპოთეკის პროცენტი განახევრდეს

შეწყდეს ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ჩვენი ხალხის უმოწყალოდ ძარცვა. საბოლოო ჯამში ესენი მხოლოდ ბანკები და მიკროსაფინანსოები კი არ არიან, ესენი არიან ივანიშილთან შეკრული ხაზარაძე, რუხაძე, კალაძე და სხვა მონოპოლისტები, რომლებსაც ორივე თათი ჩაყოფილი აქვთ ქართველი ხალხის ჯიბეში. 

საქართველოში ბანკების სუფთა მოგება შარშან იყო 900 მილიონი. როცა ადარებენ ჩემს პერიოდს, ჩემს პერიოდთან შედარებით ბანკების მოგება ზუსტად 8-ჯერ არის გაზრდილი. საგადასახადო ტვირთი დავალიანების გაზრდილია 4-ჯერ, იმ პირობებში, როცა ხალხი გაღატაკდა.

ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან კონკრეტული: უსამართლო საურავების გაუქმება და პროცენტების, უსამართლო ვალების 2 წლით გაყინვა. მიკროსაფინანსო გადავადებული ვალების ჩამოწერა. ასევე, იპოთეკის პროცენტის განახევრება. ეს პროცენტი საქართველოში უნდა განახევრდეს, ეს არის ჰოლანდიური პროგრამა სახელმწიფო გარანტიებით, სახელმწიფო გარანტირების ფონდის შექმნა და ბაზარზე ახალი ბანკების შემოტანა, ივანიშვილის და მისი ბანდის მონოპოლიის დარღვევა და საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი დაწევა. 

ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, რომელიც აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს გია ვაშაძე.  

თქვა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო დაპირებებზე საუბრისას. 

კომენტარები