კრიმინალი

ხელვაჩაურში ქვეითებს მანქანა დაეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი - მძღოლი მიიმალა

იმედი

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ავტომობილი სამ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულების თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ავარიის შემდეგ მიიმალა.

"სამნი ვიყავით, მე, ჩემი ცოლი და მეზობელი. რომ დაგვარტყა, გადავვარდით. მერე წამოვდექით მე და მეზობელი. ცოლთან რომ მივედი, ვერაფერი გავაგებინე, აღარ ესმოდა არაფერი. მანქანა გაიქცა", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყება მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ეს მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები