მოდა

დასრულდა თუ არა Victoria's Secret-ის ეპოქა

harper's bazaar

ქალის თეთრეულის ბრენდის, Victoria’s Secret-ის აქციების ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში 41%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, კომპანია მომხმარებლებს კარგავს. მიზეზი ბრენდის მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. 

ბრენდის მომხმარებლებთან დაკავშირებით 2017 წელს მსხვილმა საფინანსო კომპანიამ "უელს ფარგო" კვლევაც ჩაატარა. 

გამოკითხულთა 68% ამბობდა, რომ მათ ადრინდელზე გაცილებით ნაკლებად მოსწონთ Victoria's Secret, ვინაიდან ის ნაძალადევი და ყალბია. 

გასულ კვირას განსაკუთრებული ყურადღება ბრენდის მარკეტინგის ხელძღვანელის, ედ რაზეკის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა მიიპყრო იმის შესახებ, თუ რატომ არ მონაწილეობდნენ პლუს ზომის და/ან ტრანსგენდერი მოდელები 2018 წლის შოუზე. 

"გვეკითხებიან, რატომ არ აკეთებთ ამას? არ უნდა გყავდეთ ტრანსგენდერი გოგოები შოუზე? არა, არა, არ ვფიქრობ, რომ უნდა გვყავდეს. რატომ არა? იმიტომ რომ ეს შოუ ფანტასტიკაა. ეს 42-წუთიანი განსაკუთრებული გასართობი შოუა. აი რა არის ის", - უთხრა ედ რაზეკმა ვოგს

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მის ამ კომენტარს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა, რაზეკმა ბოდიშ​ი მოიხადა და თქვა, რომ აიყვანს ტრანსგენდერ მოდელს, თუ ის შესაბამის სტანდარტს დააკმაყოფილებს.

ბრენდინგის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ Victoria's Secret-ის წარუმატებლობის მიზეზი არასწორ მარკტეინგში უნდა ვეძებოთ. 

პოლ ლეჟუზმა, Citi-ის გაყიდვების ანალიტიკოსმა ნიუ იორკ თაისმსს უთხრა, რომ სხვა ბრენდები დაჩრდილავენ Victoria’s Secrer-ს ემპათიის ნაკლებობის გამო. 

"მარკეტინგის ეს გზა აბსოლუტურად აცდენილია, ემპათია არ არსებობს. ქალებს არ უნდათ, აღქმულ იყვნენ, როგორც სტერეოტიპულად სექსუალური სუპერმოდელები, რომლებიც თეთრეულს მხოლოდ კაცების მოსახიბლად ყიდულობენ". 

Victoria’s Secret-ის 2018 წლის შოუ 8 ნოემბერს გაიმართა, ეთერში გაშვება კი 2 დეკემბერს არის დაგეგმილი. შოუში სუპერმოდელები მონაწილეობენ, თუმცა, არც მათ და არც მუსიკოს სტუმრებს და ექსტრავაგანტულ შოუს აღარ შეუძლია მაყურებლების შენარჩუნება. 2017 წელს შოუს მხოლოდ 5 მილიონი ადამიანი უყურებდა, მაშინ, როცა იმავე დროს "წითელი ცხვირების კამპანიის" ღონისძიებას 8 მილიონი ადამიანი უყურებდა. 2013 წელს კი Victoria's Secret-ის შოუ პირდაპირ ეთერში 9,7-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. 

რამდენიმე დღის წინ ბრენდი დატოვა აღმასრულებელმა დირექტორმა, იან სინგერმა. წლის ბოლოს Victoria's Secret-ს დატოვებს კამპანია "ვარდისფერის" ხელძღვანელი, დენის ლენდმენი

როგორც ექსპერტები ნიუ იორკ თაიმსს ეუბნებიან, იმისთვის, რომ ბრენდი გადარჩეს, მხარი მრავალფეროვნებას და სექსუალობის რეალისტურ იდეას უნდა დაუჭიროს. 

კომენტარები