მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები. მე გამოცხადებული მაქვს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ. ეს დამალული არ არის და ჩემი ფოტოც რომ გამოიფინოს, აქ ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ. ბილბორდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო შტაბმა მიიღო და ალბათ, თავისი გათვლები აქვთ. ბილბორდებზე გამოხატული არის ის, რაც ისედაც ცნობილია - ვინც ბილბორდი ნახა და ბილბორდიდან შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს? ეს იმ რეალობის ასახვაა, რაც არსებობს და ამაში არავითარი დარღვევა არ არის
არჩევნები 2018
ჟორჟოლიანი: თუ ვინმე მთხოვს, რომ ზურაბიშვილის ბილბორდზე ჩემი დახატვა სურთ, დავთანხმდები
tbl.ge/39fm
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფოტოებით ჩანაცვლებას გამოეხმაურა. დღეს დილიდან, გამოჩნდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულები.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს