სუმო

ტოჩინოშინის მეორე მარცხი კიუშუ ბაშოზე (VIDEO)

Taichai

კიუშუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძე იაპონელ ჰოკოტოფუჯისთან დამარცხდა. დღევანდელ ბრძოლამდე, ტოჩინოშინს მასთან მოგება/წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ 2:0-ზე ჰქონდა.

ჰოკოტოფუჯი 26 წლისაა და რანგით პირველი მაეგაშირა გახლავთ. ტოჩინოშინი მასთან ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მძიმე ბრძოლაში, ქართველმა მარცხი იწვნია. ლევან გორგაძეს მიმდინარე შეჯიბრებაზე 3 მოგება და 2 წაგება აქვს.

კომენტარები