კრიმინალი

ზესტაფონში ორ მამაკაცს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა

ზესტაფონში ორ მამაკაცს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი, დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

კომენტარები