როცა ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, ეს აღმაშფოთებელია. მაშინ არჩევნებს რატომ ატარებენ? მაშინ რა აზრი აქვს არჩევნებს? თქვან, რომ ჩვენ არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, რადგან რომ ჩავატაროთ და წავაგოთ, შეიძლება ომი დავიწყოთ. ამას ამბობენ? ან რა ლოგიკაა, ან რა სინდისია, ან რა სახელმწიფოებრივი პოზიციაა. მაშინ გააუქმონ არჩევნები, სულ ჩვენ ვიქნებით და ომიც აღარ იქნებაო. ნუ თამაშობენ ამ თემით. ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. ძლივს ვიშუშებთ სამოქალაქო ომის, რუსთაველის დანგრევის, სამეგრელოს დაწიოკების ჭრილობებს და ბოლომდე მოშუშებული არაა. ასეთ თემებზე ლაპარაკს უნდა მოეშვან, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები
tbl.ge/399a
დაკოპირდა
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში ხელისუფლების იმ წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დესტაბილიზაციას და სამოქალაქო ომს პროგნოზირებენ.
არჩევნები 2018ალეკო ელისაშვილიდესტაბილიზაციაქართული ოცნებასამოქალაქო ომიგედევან ფოფხაძეეკა ბესელიაბიძინა ივანიშვილი
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს