ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის და მინდოდა, ეს ემოციები გამეზიარებინა თითოეული ჩემი მხარდამჭერისა და თბილისელისთვის. ერთი წელი გავიდა, რაც მე და ჩემი თანაგუნდელები ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას, მას შემდეგ, რაც აგვირჩია დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ.
პირველ რიგში, მინდა, დავიწყო მადლობით: დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის; მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამხნევებისთვის; ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის ის დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ თქვენი მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში. ეს მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო და მეტი გავაკეთო თბილისელებისთვის.
ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ, რათა ჩვენი დედაქალაქი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული და კეთილმოწყობილი





