ხორავას ქუჩის საქმე

გაჩეჩილაძე: შვილმკვდარი მამების აქცია შეიძლება რუსეთმა დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს

ბატონი ზაზა [სარალიძე] და მალხაზ [მაჩალიკაშვილი] სტუდიაში არიან ისევ? ძალიან კარგი, ერთი რამე უნდა გითხრათ... მე ვარ 90-იანი წლებიდან პოლიტიკაში, ძალიან ბევრი რამე მაქვს ნანახი, ძალიან ბევრი უბედურება დატრიალებულა ამ ქვეყანაში და ყოველთვის, როდესაც იძაბებოდა რუსეთის მხრიდან შიდაპოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, ყოველთვის რაღაცა უბედურება დატრიალებულა და ამაში იყენებდნენ ხოლმე, გარკვეული კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც თვითონაც არ იყვნენ საქმის კურსში, რა ხდებოდა მათ გარშემო.

დღეს დავრწმუნდი მე, რომ შსს-ს პოზიცია კარვების გახსნასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად სწორი, იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, სადაც ეს აქცია მიმდინარეობს შვილმკვდარი მამების, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის უშიშროებისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით,

ბატონ ზაზას და მალხაზს მინდა ვთხოვო, ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ ეს კარვების არსებობა, ამდაგვარი დახურული სივრცეების არსებობა იძლევა საშუალებას, რომ რამე უბედურება დატრიალდეს, რის საფუძველზეც, შეიძლება მერე ძალიან დიდი ტალღა მოხდეს საზოგადოების აღშფოთების

ქართული ოცნების დეპუტატი გია გაჩეჩილაძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები