ხორავას ქუჩის საქმე

პაპუაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” კრიტიკაზე: კიდევ თქვენ ნუ დაგვემატებით

Tv პირველი

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები განიხილეს. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გიორგი ლომიამ “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, მისი თქმით, მმართველი გუნდი სუსტი აღმოჩნდა, რადგან ამდენი ხანია სარალიძის მკვლელობის საქმე ვერ გამოიძია.

“თქვენი ხელისუფლება უმადურად მოექცა საკუთარ ამომრჩეველს, თქვენ ძალიან სუსტები აღმოჩნდით. საკუთარ თავს ვერ იცავთ, როგორ შეგიძლიათ თქვენ, რომ სახელმწიფო და საკუთარი ამომრჩეველი დაიცვათ. პარლამენტის წინ 16 კარავია დადგმული, რომელიც სულაც არ არის საჭირო, რომ იდგეს. მეორე - პოლიციელს, როცა ხელკეტს ურტყამენ, რა შერჩევით სამართალზე მელაპარაკებით? პოლიციელს ხელკეტს რომ ურტყამენ, უნდა იჯდეს თუ არა ის ადამიანი ციხეში? მე ნაცმოძრაობასთან ეხლა კითხვები არა მაქვს, მე თქვენთან მაქვს კითხვები - რა გახდა ზაზა სარალიძის შვილის მკვლელის საქმის გამოძიება? რით ვერ გამოიძიეთ, კენედის მკვლელობა ხომ არ არის? ხო ხედავთ, რომ პოლიტიზირებული გახდა ეს საკითხი ნაცმოძრაობის მიერ? რატო არ გამოვიდა პროკურატურა და არ ჩაატარა ბრიფინგი და არ თქვა, რომ ეს საქმე დასრულდა, გამოვიძიეთ, დადგინდა ესა და ეს” - თქვა ლომიამ.

“პატრიოტთა ალიანსის" კრიტიკას ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

“მე აღარაფერი მაოგნებს ამ ქვეყანაში. ეხლა კიდე დაგვემატა პატრიოტთა ალიანსის შემოტევების მოსმენა. კიდევ თქვენ ნუ დაგვემატებით.“

კომენტარები