ლარი დოლართან 0.20 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.98 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7166 ლარია, ერთი ევროსი - 3.0602 ლარი.
ლარი გაუფასურდა თურქული ლირასთან, ხოლო გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.
ლარი განსაკუთრებული ტემპით ბოლო ერთი თვის განმავლობაში უფასურდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პერიოდში ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 ნოემბერს $10 მილიონი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციის მიუხედავად, იმ დღეს ლარი გამყარდა.





