ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ბავშვის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

www.cbc.ca

თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - მ.ს-ს მისივე საცხოვრებელ ბინაში, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 19 ივლისს თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები