ხორავას ქუჩის საქმე

უსუფაშვილი: სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმა 7 ნოემბერს "რუსთაველის დასუფთავების" ტოლია

ზვიად, იქნებ განუმარტო ქართული პოლიტიკის ახალბედებს, რომ ზაზა სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფალთა მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე უგუნური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისი პოლიტიკური დატვირთვით 2007 წლის 7 ნოემბრის დილით "რუსთაველის დასუფთავების" გადაწყვეტილებას უტოლდება... თუ არა და, მე განმიმარტე, რომ დღემდე მთელი ცხოვრება ცდებოდი და ახლა დაადექი ჭეშმარიტების გზას! 
მარად შენი, დათო უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის ვიცესპიკერს ზვიად ძიძიგურს რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის შესახებ მიმართავს. ცნობისთვის, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი, მათ მოუწოდა, 7 დეკემბრისთვის აქციის გასამართად სხვა ადგილი მონახონ, რადგან პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხე უნდა დადგან. დღეს მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა - ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებოს ბრიგადამ გადაიყვანა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობოებმა და მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

კომენტარები