დღეს რუსთაველის გამზირზე არ აღსრულდა კანონი, არ მისცეს უფლება ადამიანებს, კანონის თანახმად გამოეყენებინათ პროტესტის ის ფორმა, რომელიც მათ გარანტირებული აქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში... მე იმ ფრთას წარმოვადგენ პოლიტიკოსებისას, რომლებსაც აქ, რუსთაველის გამზირზე, სამი თვის განმავლობაში გვქონდა გაშლილი კარვები, პროტესტს გამოვხატავდით, ხელის შეშლა იყო ათასგვარი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ყველას ახსოვს აქ გაშლილი კარვები. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც მაშინ პროტესტს გამოხატავდა, დღეს ხელისუფლებაშია
tbl.ge/38yl
დაკოპირდა

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის შესახებ. ცნობისთვის, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ. პოლიციასთან მომხდარი ერთერთი დაპირისპირებისას, ზაზა სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. დღეს მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა - ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებოს ბრიგადამ გადაიყვანა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობოებმა და მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.
ამავე თემაზე
- სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ კალანდიასთან სახელმწიფომ მორიგებაზე უარი თქვა – ადვოკატი
- ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული, გიორგი მენაბდე სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა
- დავით სარალაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
- სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა
- დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავეს