ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა.

ეს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წელს განხორციელებული რიგით მეათე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $110 მილიონი შეისყიდა.

ლარი განსაკუთრებული ტემპით ბოლო ერთი თვის განმავლობაში უფასურდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ პერიოდში ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, ხოლო დღეს კი $10 მილიონი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციის მიუხედავად ლარი გამყარდა.

კომენტარები