ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არქეოლოგია

ბორნეოს კუნძულის გამოქვაბულში მსოფლიოში ყველაზე ძველი ნახატი აღმოაჩინეს

ხუთშაბათი, 8 ნოემბერი, 2018 - 17:48
tbl.ge/38sf
დაკოპირდა
qantas.com

ბორნეოს კუნძულის ერთ-ერთ გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნახატი, რომელიც, სულ მცირე, 40 000 წლისაა. ის ფიგურატივიზმის ნიმუშია, ვინაიდან მასზე არა აბსტრაქტული ფორმები, არამედ რეალური ობიექტი, ცხოველია გამოსახული.

მკვლევრებმა არ იციან რომელი ცხოველია ეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს სამხრეთ აზიის ტყის ხარი უნდა იყოს, რომელიც კუნძულზე დღესაც ბინადრობს. ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 

გამოქვებული სამხრეთ კალიმანთანის მოშორებულ მთაგრეხილებში, ბორნეოს ინდონეზიურ პროვინციაში მდებარეობს. ახალაღმოჩენილ ნახატთან ერთად, ამ რეგიონის გამოქვაბულების კედლებზე ათასობით სხვა პრეისტორიულ ნახატი, გამოსახულება, ხელების სტენსილები, აბსტრაქტული ნიშნები და სიმბოლოებია გამოსახული. 

ნახატი 5000 წლით უფრო ძველია, ვიდრე ინდონეზიურ კუნძულ სულავესზე და საფრანგეთის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახატები, რომლებზეც ითვლებოდა, რომ გამოქვაბულის ხელოვნების ყველაზე ძველი ნიმუშებია.

ბორნეოს გამოქვაბულის ხელოვნების ნიმუშების დაჯგუფება სამ ფაზად შეიძლება. პირველია მოწითალო-ნარინჯისფერი ხელის სტენსილები და ცხოველების ნახატები, როგორიცაა სამხრეთ აზიური ხარის გამოსახულება. შემდეგი ფაზაა უფრო ახალი ხელის სტენსილები, სიმბოლოები და დახვეწილი ძაფისებრი ადამიანის გამოსახულებები, ზოგიერთი მათგანს თავსაბურავი ახურავს, ზოგიერთი ცეკვავს; ისინი გამოქვაბულის კედლებზე მუქი იასამნისფერითაა დახატული. უკანასკნელი ფაზა კი ადამიანების, ნავების და გეომეტრიული ფორმების შავი გამოსახულებებია.

კვლევის ავტორმა, მაქსიმ აუბერტმა და მისმა გუნდმა რეგიონში ხელოვნების განვითარების ქრონოლოგია ჩამოაყალიბა. ისინი ფიქრობენ, რომ გამოქვაბულის ნახატების პირველი ფაზა, რომელიც დიდი ცხოველების გამოსახვაზე იყო კონცენტრირებული, დაიწყო 40 000-52 000 წლის წინ. მეორე ფაზა 20 000 წლის წინ დაიწყო, როცა ადამიანებმა ადამიანების სამყაროს გამოსახვა დაიწყეს. უკანასკნელი ფაზა კი სულ რაღაც 4 000 წლის წინ დაიწყო. 

გამოქვაბულის ნახატებიარქეოლოგიასტენსილიფიგურაციული მხატვრობა

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 8 ოქტომბერი, 2025 - 17:28არტანუჯის ციხეში აღმოჩენილი სამარხი, თურქი არქეოლოგების მტკიცებით, აშოტ I-ს ეკუთვნის
  • სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2024 - 20:26პერუში მასტოდონტების ნამარხები აღმოაჩინეს, რომლებიც გამყინვარების პერიოდით თარიღდება
  • ოთხშაბათი, 9 აგვისტო, 2023 - 11:27ახალი კვლევის მიხედვით, შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისარი მეტეორიტისგან დამზადდა
  • ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2020 - 20:26ეგვიპტეში 2500 წლის სარკოფაგები და მოოქროვილი ქანდაკებები აღმოაჩინეს
  • ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020 - 16:45პერუში კატის ფორმის 2000 წლის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:31

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:13

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:39

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:28

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:13

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕