არჩევნები 2018

მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას" აქციებს რეგიონებშიც გამართავს

მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას“ აქციებს რეგიონებშიც გამართავს. მოქმედების გეგმა რუსთაველის თეატრთან შეკრებილ აქტივისტებს კოკა გუნცაძემ გააცნო.

მისი თქმით, 11 ნოემბერს თელავში ჩატარდება "მრავალრიცხოვანი აქცია". 16 ნოემბერს გაემგზავრებიან ბათუმში, 17 ნოემბერს – ქუთაისსა და სამტრედიაში, 20 ნოემბერს გორში და შემდგომ რუსთავში.

"არჩევნების წინა დღეს კი, 17:00 სთ-ზე ყველანი ვიკრიბებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც გრანდიოზული მსვლელობა მოეწყობა“, – განაცხადა კოკა გუნცაძემ.

დღეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე "სააკაშვილის მმართველობის 9 წელი" და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს. აქცია, სახელწოდებით "მე ვიცავ თავისუფლებას", რუსთაველის თეატრში დაიწყო და შემდეგ, ქუჩაში გაგრძელდა. სიტყვით ქართული ოცნების მხარდამჭერები გამოვიდნენ. მათ მოუწოდეს ყველას, მეორე ტურში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ. 

კომენტარები