არჩევნები 2018

კობახიძე: ჩვენი მიზანი არის II ტურში დამაჯერებელი გამარჯვება, ყველაფერი კეთდება ამისთვის

ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები. იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ყველანი ერთად ვნახავთ, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანი გახლავთ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და, რა თქმა უნდა, ამის შედეგებს იხილავთ თითოეული თქვენგანი. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში, ესეც არის დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება უზრუნველყოფილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები