აშშ-ის შუალედური არჩევნები

აშშ-ში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს, სენატში შეინარჩუნეს

BBC

აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება შეძლო. რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა შეინარჩუნა.

უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში 24 ადგილი დაკარგა, თუმცა სენატში დამატებით 3 ადგილის მოპოვება შეძლო.

წინასწარი შედეგების მიხედვით 29 წლის ალექსანდა ოკაზიო-კორტეზი ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენი ქალი გახდება აშშ-ის ისტორიაში, მინესოტასა და მიჩიგანში პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალები კონგრესში, ხოლო კანზასსა და ნიუ მექსიკოში პირველი ინდიელი ქალები. ყველა მათგანი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

რაც შეეხება სენატს, ინდიანას. მისურის და ჩრდილოეთ დაკოტას დემოკრატი სენატორები რესპუბლიკელ კანდიდატებთა დამარცხდნენ. წინასწარი შედეგების მიხედვით მარცხდება ფლორიდას დემოკრატი სენატორიც.

შუალედური არჩევნების და მისი მნიშვნელობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები