ივანიშვილის მიმართვა

სააკაშვილი: ივანიშვილის მოსატყუებელი კბილი ქართველმა ხალხმა მოიცვალა

თქვენ შეიძლება იხილეთ დამფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი, იცი რა მომაგონა მისმა სახემ? ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ და იხვეწება ოღონდ ამ ერთხელ გამიშვით და ცხოვრებაში აღარ ვიქურდებ, პოლიციაში არ ჩამაბარო, გამოვსწორდები და სწორ გზას დავადგებიო. ხო იცით, თუ გაუშვით აუცილებლად ბოლომდე გაგძარცვავთ და მერე შეიძლება დანაც გაგიყაროთ. ასევეა ივანიშვილი, იძახის გამოვსწორდებიო და ამავე დროს უბან-უბან დაძრწიან კრიმინალები, აშინებენ ხალხს, მისი გამგებლები ცემენ კოორდინატორებს, ხალხს ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით. ამის გამოსწორება არ შეიძლება, ამ კაცმა ბოლო ორ წელიწადში თქვენ ჯიბიდან ამოგაცალათ სამი მილიარდი ლარი. გამოსწორდება რა საკუთარ დეიდაშვილს უჩას დაიჭერს?! საკუთარ თავს ხო არ დაიჭერს?! ფარცხალაძეს რამეს უზამს?! ჩხარტიშვილს რამეს უზამს?! საბანკო მაფიას, ხაზარაძეს და ვიღაცებს რამეს უზამს?! რა თქმა უნდა არაფერს. ის ისევ მოგადგებათ თქვენ. მას არა მხოლოდ არაფრის შესრულება არ უნდა, არამედ, მას აქვს ძალიან მზაკვრული გეგმები, ძალიან საშიში ქართველი ხალხის მომავალთან და თითოეულ თქვენგანთან დაკავშირებით. ახლა ის არის სუსტი, როგორც არასდროს და არ უნდა მივცეთ წამოდგომის საშუალება. ქართველი ხალხი დღეს გამარჯვებულია და ეს ჭორვილელი აფერისტი თავისი ვირეშმაკობით ცდილობს ცხვირწინ აგწაპნოთ თქვენ და ჩვენს ყველას თქვენი გამარჯვება. ჩვენს გვაქვს ახლა ძალა და თქვენ ამ ძალას ის ვეღარ წაგართმევთ ვერასდროს. მისი მოსატყუებელი კბილი ქართველმა ხალხმა მოიცვალა, ბორის დაგიძველდა ხრიკები, მოემზადები ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის. ვერაფერსაც ვერ გააფუჭებ, ყველაფერი იქნება კარგად.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართვას ეხმაურება.

კომენტარები