ივანიშვილის მიმართვა

წინასაარჩევნო მიმართვაში ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი არცერთხელ ახსენა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო მიმართვაში, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არცერთხელ არ ახსენა.

ივანიშვილმა ვიდეო დღეს გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს მიმართავს და პირდება, რომ - "ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს".

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება. მეორე ტურში პრეზიდენტობისათვის ძალა ერთობაშიას კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იბლძოლებენ. 

კომენტარები