აშშ-ირანი

აშშ-ის მიერ ირანისათვის ხელახლა დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპი
BBC

აშშ-ის მიერ ირანისათვის 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ძალაში ხელახლა შევიდა. სანქციები ეხება როგორ ნავთობის ექსპორტს, ასევე ირანის საბანკო სექტორს და მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.

სანქციების სიაში შყვანილია 700-ზე მეტი ინდივიდი, ორგანიზაცია, ხომალდი, ბანკი და საექსპორტო კომპანია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით სანქციების გამო ირანიდან უკვე 100-ზე მეტი მსხვილი საერთაშორისო კომპანია გამოვიდა, ხოლო ქვეყნის ნავთობის ექსპორტი დღეში ერთი მილიონი ბარელით შემცირდა. გავრცელებული ცნობით, აშშ-მა ირანული ნავთობის ექსპორტისათვის სანქციების დაწესებისას გამონაკლისად 8 ქვეყანა დაასახელა. სავარაუდოდ ამ ქვეყნებს შორისაა იტალია, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, თურქეთი და ჩინეთი. მაიკ პომპეოს თქმით ამ ქვეყნებმა უკვე დიდი ნაბიჯი გადადგეს ირანული ნავთობის იმპორტის შემცირების კუთხით და მის სრულად შესაწყვეტად დამატებითი დრო სჭირდებათ.

"ირანის სანქციები ძლიერია. ეს ყველაზე ძლიერი სანქციებია, რაც კი ოდესმე დაგვიწესებია. და ვნახავთ, რა დაემართება ირანს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მათ საქმე კარგად არ მისდით." თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ირანში ათასობით ადამიანმა სანქციების ხელახლა დაწესება გააპროტესტა. მათ აშშ-ის დროშ დაწვეს და ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას".

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში დატოვა და თქვა, რომ სანქციებს ხელახლა დააწესებდა. მიზეზად ირანის მხრიდან კიბერთავდასხმები, ბალისტიკური რაკეტების გამოცდები და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული დაჯგუფებების მხადაჭრა დასახელდა.

კომენტარები