ახალი კალედონია

ახალი კალედონია საფრანგეთის ტერიტორიად დარჩება

ემანუელ მაკრონი ახალ კალედონიაში

ახალ კალედონიაში, დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, ამომრჩეველთა უმეტესობამ მხარი საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა.

რეფერენდუმის შეკითხვა იყო: "გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მიაღწიოს სრულ სუვერენულობას და გახდეს დამოუკიდებელი?" საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას ხმა ამომრჩეველთა 56.4%-მა მისცა, მაშინ როცა 43.6%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასებით რეფერენდუმმა "საფრანგეთის რესპუბლიკის მიმართ ნდობა" წარმოაჩინა. 

ახალი კალედონიის ეკონომიკა დამოკიდებულია საფრანგეთის ყოველწლიური სუბსიდიებზე ($1.4 მილიარდი), ტურიზმზე და ნიკელის მარაგზე, რომელიც მსოფლიო მარაგის 25 %-ს შეადგენს. ახალი კალედონია ასევე დამოკიდებულია საფრანგეთზე ისეთ საკითხებში, როგორებიცაა თავდაცვა და განათლება. ახალი კალედონია საფრანგეთისგან 16 700 კილომეტრთაა დაშორებული, ის საფრანგეთის კოლონია 1853 წელს გახდა. 

კომენტარები