არჩევნები 2018

ბერძენიშვილი: ჩვენგან საოცარი ის იქნებოდა, ხელისუფლების "დამოუკიდებელი" კანდიდატისთვის დაგვეჭირა მხარი

რესპუბლიკურმა პარტიამ, როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სერიოზული შიდაპარტიული მსჯელობის საფუძველზე დაუჭირა მხარი ოპოზიციის კანდიდატს. ეს გასაოცარი არ არის, გასაოცარი ის იქნებოდა, ოპოზიციურ პარტიას სახელისუფლებო "დამოუკიდებელი" კანდიდატისთვის რომ დაეჭირა მხარი; კიდევ უფრო გასაოცარი იქნებოდა, პარტიას ხალხისთვის მოეწოდებინა, არც ერთ კანდიდატს არ დაუჭიროთ მხარი და არჩევნებზე არ მიხვიდეთო, ანუ პოლიტიკური თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა.

[სააკაშვილის მხრიდან] ბოდიშის მოხდა სწორი იყო და მე ეს მესიამოვნა, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიამ ახალი პოლიტიკური რეალობის მიხედვით მიიღო — ზურაბიშვილის დამარცხების რეალური შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება

ლევან ბერძენიშვილი განმარტავს, რატომ უჭერს რესპუბლიკური პარტია მხარს არჩევნების მეორე ტურში "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.

კომენტარები