ალეკ ბოლდუინი

ნიუ-იორკის პოლიციამ მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავა

ნიუ-იორკის პოლიციამ ამერიკელი მსახიობი, ალეკ ბოლდვინი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას NbcNews-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მსახიობი საპარკინგე ადგილისთვის ჩხუბისას დააკავეს. ბოლდვინმა უცნობ პირს დაარტყა. 

49 წლის უცნობმა, პოლიციას უთხრა, რომ ის დაშავდა, რადგან ბოლდვინი მას თავს დაესხა.

"ის არ არის დარწმუნებული როგორ დაშავდა. დაარტყეს თუ რამე სხვა გზით მიიღო დაზიანება",- განაცხადეს პოლიციაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის სასამართლოს წინაშე 26 ნოემბერს წარსდგება.

გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსახიობს სამართალდამცველებთან ადრეც ჰქონდა პრობლემები.

ალეკ ბოლდვინი ოსკარის ნომინანტია. მსახიობი ოქროს გლობუსისა და ემის მფლობელია. ბოლო დროს ის პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკით გამოირჩევა. მან ამერიკელებს დემოკრატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

კომენტარები