არჩევნები 2018

"პატრიოტთა ალიანსი" საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს

პატრიოტთა ალიანსი

"პატრიოტთა ალიანსი" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში თქვა:

"პრაქტიკულად ჩვენ, გვინდა-არ გვინდა, არჩევანი არ გვაქვს. მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს. მე პირადად არ ვარ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი. მე ვიყავი არჩევნებზე და გადავხაზე ყველა. ახლა ამას ვეღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ცოტა სხვანაირი ვითარებაა. თუ შენ არ მიხვალ არჩევნებზე ჩათვალე, რომ დაბრუნდება მიშა სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ვაშაძე." თქვა მან.

დავით თარხან-მოურავმა 25 ნოემბერს დინამოს სტადიონზე და პირველ დეკემბერს ბათუმში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ცნობით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, "ძალა ერთობაშიას" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%. მათ შორის მეორე ტური შედგება.

კომენტარები