თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 2 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და ქსელის გაუმჯობესების სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, შავიშვილის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ლორთქიფანიძის, მაღალაშვილის და გეგეჩკორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა მიკრორაიონის, ავშნის, ნუშის და ნიჟარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ფოსტის, ქურხულის, სართიჭალის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, ხერხეულიძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

17 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები