ევროპა ლიგის ფინალი

"დინამო არენა" ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძელთა სიაშია

შესაძლოა, 2021 წელს, ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს თბილისმა უმასპინძლოს. ეს ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

ფინალის მასპინძელ ქალაქებს შორის, თბილისის მთავარი კონკურენტები სევილია და ვენა არიან. თუ არჩევანი თბილისზე შეჩერდება, მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება. უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას 15 თებერვალს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, "დინამო არენაზე" ევროპის სუპერთასის მატჩში "ბარსელონამ" "სევილია" დაამარცხა. უეფას წარმომადგენლები თბილისში გამართული მატჩის ორგანიზებით კმაყოფილები იყვნენ და სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარიც იმ დროიდან დაიწყო.

კომენტარები