რუსეთი

არხანგელსკის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფისში თინეიჯერმა თავი აიფეთქა

Reuters

რუსეთში, ქალაქ არხანგელსკში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) შენობაში 17 წლის ახალგაზრდამ თავი აიფეთქა.

გამოძიების მიხედვით თინეიჯერმა ხელნაკეთი ბომბი შენობის ლობიში ააფეთქა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. თინეიჯერი არხანგელსკის მაცხოვრებელია. აფეთქებისას ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა.

თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. რუსული მედიის მიხედვით სოციალურ ქსელებში თავდამსხმელი საკუთარ თავს ანარქო-კომუნისტს უწოდებდა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს საქმეების გაყალბებაში და ხალხის წამებაში ადანაშაულებდა. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები