მამები სიმართლისთვის

3 ნოემბერს შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

შაბათს, 3 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

"დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მმართველი გუნდი და საგამოძიებო ორგანოები თვეებია მიზანმიმართულად არ იძიებენ ობიექტურად საქმეებს და არ სჯიან მკვლელებს. ცდილობენ უამრავი ცილისწამებით, ლანძღვით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით მოახდინონ ზეგავლენა მამებზე. ხელისუფლებამ მთელი თავისი რესურსი საკუთარი ხალხის, მოქალაქეების წინააღმდეგ აამოქმედა. დროა დასრულდეს ეს ყველაფერი! ბრძოლა გამარჯვებამდე! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს! შემოგვიერთდით შაბათს, 16:00 საათზე პარლამენტის წინ მამების აქციაზე! ერთად ვიბრძოლოთ შვილებისთვის და მათი მომავლისთვის!" - წერია მოძრაობა "მამები სიმართლისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები