არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მაცადეთ ახლა, გამიშვით, რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მივიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს, თუ რა გეგმები აქვს მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, არ უპასუხა.

"მაცადეთ ახლა, გამიშვით. რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ. დავალაგებ და გეტყვით", - თქვა ზურაბიშვილმა.

რუსთავი ორის ჟურნალისტის კითხვას, თუ რამ განაპირობა პირველ ტურში მისი კანდიდატურის წარუმატებლობა, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა უპასუხა, რომ პირიქით პირველი ტური მისთვის წარმატებული იყო და მან გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, ხოლო "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37.74 %.

კომენტარები